„სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა / ბიო პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი სუნისა და გემოს შენარჩუნებით აუსნებოვნებს და უსაფრთხოს ხდის სასმელ წყალს.
ელექსირი სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი
5.00 € – 30.00 €
აღწერა
უპირატესობები:
- ებრძვის და შლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს;
- გერმანული კვლევების თანახმად კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს;
- მიკრობიოლოგიური კვლევების თანახმად კლავს სალმონელას და E.Coli-ს;
- მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
- რეგულარული გამოყენებისას იცავს სისტემების მილებს ორგანული ნადების გაჩენისგან;
- არატოქსიკურია და უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის;
- არ იწვევს მეტალის ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას);
- არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს;
- არ უკარგავს წყალს ბუნებრივ მახასიათებლებს, გემოს, სუნს და ფერს;
- დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით;
გამოიყენება:
- ცენტრალურ და ადგილობრივ წყალმომარაგების სისტემებში;
- წყალსადენის, ჭაბურღილების, რეზერვუარების, ფილტრების სადეზინფექციოდ;
- კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებში;
- სამედიცინო დაწესებულებებში;
- კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში;
- კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები);
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში);
- ყაზარმულ დაწესებულებებში;
შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl – 0.4%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%; ელექტროაქტივირებული სითხე – 99.5%.
დოზირება: 0.1 % ხსნარის მისაღებად 1 ლ კონცენტრატი განაზავეთ 1000 ლ წყალში. წყლის დაბალი ხარისხის
შემთხვევაში მაქსიმალური დასაშვები დოზა 0.5% ხსნარი (1 ლ კონცენტრატი 200 ლ წყალზე).
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. არ საჭიროებს სასუნთქი გზების, ხელების,
თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას,
რამდენჯერმე გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.
დოკუმენტაცია:
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
“ელექსირის” დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
“ელექსირი” წყლის გაწმენდისთვის 0.1% და 1%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს
“ელექსირი” წყლის გაწმენდისთვის 0,05%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს