“ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც იწარმოება საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის და სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ და წარმოდგენილია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს რეგისტრირებულ ბიოციდთა ნუსხაში.
ელექსირი ჰორეკა და სახლის დეზინფექტანტი
5.00 € – 15.00 €
Description
უპირატესობები:
არის ეკომეგობრული, ადამიანისთვის უსაფრთხო, სუფთა/ბიო პროდუქტი;
ახდენს ზედაპირების დეზინფექციას მძიმე ქლორის სუნის გარეშე;
ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და მათ სპორებს;
არის მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების მოშორებას;
არ არის ტოქსიკური, არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს;
არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს;
არ არის კოროზიული (მაღალი დამჟანგავი);
შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებასთან – „სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით.
გამოიყენება:
- სასტუმროებში
- რესტორნებში
- კაფეებში
- სწრაფი კვების ობიექტებში
- კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
- სახლის პირობებში,
- ასევე უსაფრთხოა გამოყენება ბავშვებთან
შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl – 0.06%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.015%, ელექტროაქტივირებული სითხე – 99.925%.
გამოყენების წესი: დაასხურეთ ელექსირი ზედაპირზე 20-25 სმ. დაშორებიდან ისე, რომ თანაბრად მოხდეს მისი გადანაწილება. დააყოვნეთ 1 წუთი და გაამშრალეთ ზედაპირი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით ან დაელოდეთ შეშრობას. დამუშავებული ზედაპირი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.
შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, ბუნებრივი ან ხელოვნური სინათლისგან მოშორებით, 4-25°C ტემპერატურაზე.
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. არ საჭიროებს სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა. კონცენტრირებული ხსნარი შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით.
პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და დალიეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დოკუმენტაცია:
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
“ელექსირის” დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს
“ელექსირის” დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს