შპს „ელექსირ გლობალი“ (ELIXIR™) არის ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 412738257.  „ელექსირის“ ინოვაციური პროდუქცია შეიქმნა ევროპის წამყვანი კვლევითი ლაბორატორიების ცნობილი მეცნიერების მონაწილეობითა და საერთაშორისო პატენტების მფლობელი გამომგონებლების მიღწევების გათვალისწინებით. „ელექსირი“ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა და ევროპულ ტექნოლოგიაზე დამზადებულ ბიო პროდუქტს, რომლის გატანა ხდება ექსპორტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ქართული ბიო ნაწარმის პოპულარიზაციას ფართო მასშტაბით.

შპს „ელექსირ გლობალი“ „ელექსირის“ ბრენდის ხაზის ქვეშ აწარმოებს 3 მიმართულების პროდუქტს:

  • „ელექსირი“ დეზინფექციისთვის;
  • „ელექსირი“ აგრონომიისთვის;
  • „ელექსირი“ ვეტერინარიისთვის.

რატომ „ელექსირის“ პროდუქცია?

2018 წლის ოქტომბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული  სერტიფიკატი ვაზისთვის.

2018 წლის დეკემბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი კარტოფილისა და ჭარხლისთვის;
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული  სერტიფიკატი სასათბურე კულტურებისთვის;
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი სიმინდისა და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის;
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის.

2019 წლის მარტის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნა, რომლითაც განისაზღვრება „ელექსირის“ პროდუქციის ეფექტურობა სადეზინფექციო მიმართულებით.

2019 წლის აპრილის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • InfoXgen-ის რესურსების შეფასების განყოფილების მიერ გაცემული BIO სერტიფიკატი.

2019 წლის ივლისის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • ISO 9001 2015 – ხარისხის მართვის სერტიფიკატი;
  • ISO 22000:2018 – სურსათის უვნებლობის სერტიფიკატი.

2020 წლის მარტის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • გერმანიის ცენტრალური აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირის“ ხელისა და ზედაპირების დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს;
  • გერმანიის სერტიფიცირებული ცენტრის მიერ გაცემული ანგარიში, რომლის მიხედვით „ელექსირის“ ხელის ჰიგიენა და დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკსა და ენტეროკოკს.

2020 წლის აპრილის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • ISO 14001 – გარემოს მართვის სისტემის სერტიფიკატი.

2020 წლის მაისის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • ევროკავშირის მიერ გაცემული ნებართვა სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაზე.
  • სერტიფიკატი უკრაინაში „ელექსირის“ ხელისა და უნივერსალური დეზინფექტანტის ეფექტურობის თაობაზე.

2020 წლის ივლისის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • NSF სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ „ელექსირის“ მაღალტექნოლოგიურმა საწარმომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი წარმატებით გაიარა

2020 წლის ოქტომბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • სერტიფიკატი ესტონეთში, რომლის მიხედვით „ელექსირი“ რეგისტრირებულია ეროვნული ბიოციდული პროდუქტის შესაბამისად;
  • გერმანიის რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტის მიერ გაცემული ცნობა, რაც ადასტურებს, რომ „ელექსირის“ პროდუქტი განისაზღვრება როგორც ბიოციდი.
  • სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირი” კლავს სალმონელას და E.coli-ს.

2020 წლის ნოემბრის თვეში „ელექსირმა“ მიღო:

  • სერტიფიკატის საერთაშორისო საბჭოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რონმ „ელექსირის“ პროდუქცია წარმოადგენს ბიო ნაწარმს;
  • სერტიფიკატი საფრანგეთში, რომლის მიხედვით „ელექსირი“ რეგისტრირებულია DECLARATION-SYNAPSE-ს მიერ;
  • სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირი” წყლის გაწმენდისთვის 0.1% და 1%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს.

2020 წლის დეკემბრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით „ელექსირი” წყლის გაწმენდისთვის 0,05%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-ს;

2021 წლის იანვრის თვეში „ელექსირმა“ მიიღო:

  • საქართველოს ბიოლოგიურ მერუნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ გაცემული ცნობა, რაც ადასტურებს რომ კომპანიას აქვს აღნიშნული ორგანიზაციის წევრის სტატუსი.

საერთაშორისო ბაზარზე ეფექტიანი ოპერირებითა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი პროდუქტების შექმნით „ელექსირის” პროდუქტები და სერვისები სულ უფრო მაღალი ნდობით სარგებლობს, რაზეც მეტყველებს მომხმარებელთა ფართო წრე და წარმოებული პროდუქციის ინტენსიური გამოყენება როგორც სადეზინფექციო დანიშნულებით, ასევე ვეტერინარიის და აგრონომიის დარგებში მოღვაწე ფერმერების საქმიანობის განვითარებისთვის.

„ელექსირი“ მუდმივად ზრუნავს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მომხმარებელს სთავაზობს მათზე მორგებულ პირობებსა და კომფორტულ სერვისს.