ელექსირი ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექტანტი

8.00 15.00 

“ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი მაღალი ხარისხის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.

არტიკული: 4860119420023 კატეგორია:

აღწერა

უპირატესობები:

  • ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი;
  • ახდენს ჰაერისა და ზედაპირების დეზინფექციას მძიმე ქლორის სუნის გარეშე;
  • ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და მათ სპორებს;
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
  • ახდენს ბაქტერიული აპკების და სხვა ბიოლოგიური ნადების მოშორებას;
  • არ არის ტოქსიკური, არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს;
  • არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს;
  • არ არის კოროზიული (მაღალი დამჟანგავი);
  • შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებასთან – „სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი
  • მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
  • დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით;

გამოიყენება:

  • ღია და დახურული სივრცეების სადეზინფექციოდ;
  • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში;
  • სამედიცინო დაწესებულებებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში;
  • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები);
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში);
  • საოფისე სივრცეებში;
  • ყაზარმულ და პენიტენციალურ დაწესებულებებში.

შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl – 0.08%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.02%; ელექტროაქტივირებული სითხე – 99.9%.

გამოყენების წესი:

ზედაპირების დეზინფექცია: დაასხურეთ ხსნარი ზედაპირზე 20-25 სმ დაშორებიდან ისე, რომ თანაბრად მოხდეს მისი გადანაწილება. დააყოვნეთ 1 წუთი და გაამშრალეთ ზედაპირი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით ან დაელოდეთ გაშრობას. დამუშავებული ზედაპირი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.

ჰაერის დეზინფექცია: ჩაასხით ხსნარი „ელექსირი“-ს ჰაერის სადეზინფექციო აპარატში მითითებულ შესაბამის ნორმამდე, ჩართეთ მოწყობილობა და ამუშავეთ სივრცის მოცულობიდან გამომდინარე (1კვ.მ 1წთ). რეკომენდებულია არაუმეტეს 10 მიკრონი დიამეტრის წვეთების მაგენერირებელი ცივი ნისლის მოწყობილობით სივრცის დამუშავება ერთჯერადად 0.03-0.04 ლიტრი ხსნარის 1 კვ მ-ზე გაფრქვევით.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს.არ საჭიროებს სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას.

გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ შეიძლება კონცენტრირებული ხსნარის დალევა და ან მიზანმიმართული შეყნოსვა.

პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და დალიეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

დოკუმენტაცია:
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
“ელექსირის” დეზინფექტანტი კლავს კორონავირუსს
“ელექსირის” დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს

Go to Top