„ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა / ბიო პროდუქტი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.
ელექსირი ხელის და სხეულის დეზინფექტანტი
2.00 € – 13.00 €
Description
უპირატესობები:
- ხელისა და სხეულის საიმედო და სწრაფი დეზინფექციის უზრუნველყოფა;
- ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და მათ სპორებს, როგორებიცაა: (Enterobacter, Escherichia, Klebsiella,
Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, Candida albicans, HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A,
SARS Coronavirus, Adenovirus, etc.); - ატენიანებს კანს და იცავს გაღიზიანებისა და გამოშრობისგან;
- შესაფერისია ჰიგიენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში, როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა,
ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა; - არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს;
- არ შეიცავს სპირტს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს;
- დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით;
გამოიყენება:
- კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში;
- სამედიცინო დაწესებულებებში;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
- კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში;
- კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები);
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში);
- პენიტენციალურ დაწესებულებებში;
- ლაშქრობებში და მოგზაურობისას;
შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl – 0.04%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.01%; ელექტროაქტივირებული სითხე 99.95%.
გამოყენების წესი: დაისხურეთ და გადაინაწილეთ თანაბრად კანის ზედაპირზე 20-30 წამის განმავლობაში,
დამუშავების პროცესში სხეულის ზედაპირი მთლიანად უნდა იყოს დატენიანებული სითხით.
არ საჭიროებს ჩამობანვას, დაელოდეთ შეშრობას.
პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. არ საჭიროებს სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას.
პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი
რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება)
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.
დოკუმენტაცია:
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
“ელექსირი” ხელის ჰიგიენა კლავს კორონავირუსს
“ელექსირი” ხელის ჰიგიენა კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს