Description
„ელექსირი“ მნიშვნელოვნად ამცირებს პათოგენებით და სხვა მავნე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებს და გაძლევთ საშუალებას მიიღოთ:
- ორგანული/ბიო წარმოებასთან თავსებადი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი (კვერცხი ხორცი);
- ფრინველის შემცირებული სიკვდილიანობა;
- ფერმაში ფრინველთა გაძლიერებული იმუნიტეტი;
- მომსახურე პერსონალის გაზრდილი უსაფრთხოება;
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.5%; ნატრიუმის ქლორიდი NaCl – 0.4%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%.
გამოყენების ინსტრუქცია:
განაზავეთ „ელექსირი მეფრინველეობისათვის“ 1:1000 (1ლ „ელექსირი“ – 1000ლ წყალი) პროპორციით.
ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.
გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.
ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე
პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.
დოკუმენტაცია
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი