ელექსირი მეღორეობისათვის

5.00 30.00 

„ელექსირი მეღორეობისათვის“ წარმოადგენს საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით წარმოებულ ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც გამოიყენება ღორის დაწყურებისათვის განკუთვნილი წყლის გაუსნებოვნებისთვის. მათ შორის ცხოველის ორგანიზმში მიკროფლორის გაუმჯობესებისთვის. ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება რომ „ელექსირი“ ანადგურებს E.Coli., სალმონელას, ენტეროკოკს და სხვა ფართოდ გავრცელებულ მავნე მიკროორგანიზმებს. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა აქვს მეღორეობის სექტორში, რადგან მაგ. სალმონელოზის და მსგავსი ჯგუფის ინფექციურ დაავადებათა ძირითად წყაროდ ძალიან ხშირად გვევლინება ღორი, როგორც მატარებელი და გადამტანი.

“ელექსირის” დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
“ელექსირი” კლავს სალმონელას და E.coli-ს 

SKU: 4860119420344 Category:

Description

„ელექსირი“ მნიშვნელოვნად ამცირებს პათოგენებით და სხვა მავნე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადების შემთხვევებს. პროდუქტი მომხმარებელს შესალებლობას აძლევს  მიიღოს:

  • ორგანული/ბიო წარმოებასთან თავსებადი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი (ღორის ხორცი);
  • სანაშენე მეურნეობაში შემცირებული სიკვდილიანობა;
  • ცხოველის გაძლიერებული იმუნიტეტი;
  • მომსახურე პერსონალის გაზრდილი უსაფრთხოება;

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.5%; ნატრიუმის ქლორიდი NaCl – 0.4%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%.

გამოყენების ინსტრუქცია:

განაზავეთ „ელექსირი მეღორეობისათვის“ 1:1000 (1ლ „ელექსირი“ – 1000ლ წყალი) პროპორციით.

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.

გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.

ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

დოკუმენტი:
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

Go to Top