ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის

5.00 30.00 

კარტოფილისა და ჭარხლის ზრდა-განვითარების და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება

„ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის” არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.

არტიკული: 4860119420207 კატეგორია:

აღწერა

შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოიყენება კარტოფილისა და ჭარხლის ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა:

  • კარტოფილის ფიტოფტოროზი – Phytophtora infenstars
  • მშრალი სიდამპლე, ფუზარიოზი – Fusarium
  • კარტოფილის ბრტყელი, ღრმა და ამობურცული ქეცი – Actinomycetes
  • კარტოფილის ფოთლების დახვევის ვირუსი
  • კარტოფილის Y-ვირუსი
  • კარტოფილის ნაოჭა მოზაიკა
  • კარტოფილის შტოს სიჭრელე, კონტრასტული ფიგურული მოზაიკა
  • ჭარხლის ნაცარი – Erysifae communis
  • ჭარხლის ჟანგა – Uromyces betae
  • ჭარხლის ფომოზი ანუ ჭარხლის გულის სიდამპლე – Phoma betae
  • ჭარხლის ცერკოსპოროზი – Cercospora beticola
  • ჭარხლის ჭრაქი – Peronospora schachti
  • ალტერნარიოზი, ჭარხლის შავი ლაქიანობა – Alternaria tenuis

გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი ფოთლოვანი გამოკვებით (ფოთლებზე დასხურებით).

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:

14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)

ყვავილობამდე:

0.8ლიტრი კონცენტრატი “ელექსირი კარტოფილისთვის და ჭარხლისთვის”განაზავეთ 160 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.

შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl -0.4%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%, ელექტროაქტივირებული სითხე – 99.43%, ცეოლითი – 0.07%

პერსონალური უსაფრთხოება:

გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ, ქარის და ყინვის დროს.

დოკუმენტაცია:

სერტიფიკატი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის, უსაფრთხოების პასპორტი

ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.

Go to Top