„ელექსირი ვაზისთვის” არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.
ელექსირი ვაზისთვის
5.00 € – 30.00 €
Description
შედეგიანობა:
- ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
- მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
- მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
- ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
- ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
- ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
- ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
- აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:
- ვაზის ჭრაქი (მილდიუსა) (Plasmopara viticola)
- ვაზის ნაცარი (Uncinula spiralis / Oidium tucker)
- ვაზის დამბლა (ესკა) (Stereum hirzutum)
- ვაზის ანთრაქნოზი (Gloeosporium ampelofagum / Elsinoe ampelina)
- ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea)
- ვაზის შავი სილაქვე (ფომოფსისი) (Phomopsis viticola)
- ყურძნის შავი სიდამპლე (Black rot) (Guignardia baccea / Macrophoma reniphormis)
- ფესვის სიდამპლე
- ყურძნის თეთრი სიდამპლე (White rot)
- ვაზის ბაქტერიული კიბო
- ფიტოპლაზმა (Phytoplasma)
- ფსევდომონა (Pseudomonas)
- ქსანტომონა (Xantomonas)
- კორინობაქტერია (Corynebacterium)
- ერვინია (Erwinia
ისეთი ვირუსული და ვირუსის მსგავსი დაავადებებისას, როგორიცაა:
ფოთლის მარაოსებრი გადაგვარება, ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – Grapevine Fanleaf Virus (GFLV)
ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი – Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1)
ვაზის ლაქიანობის ვირუსი – Grapevine Fleck Virus (GFkV)
ვიროიდი – viroid
ფოთლის ნაადრევი სიწითლე – Grapevine red leaf
ვაზის ძარღვების სიყვითლის გამომწვევი ვირუსი – Tomato Ringspot Virus (ToRSV)
არაბისის მოზაიკის ვირუსი – Arabis Mosaic Virus (ArMV)
ვაზის A ვირუსი – Grapevine Virus A (GVA)
გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
ყვავილობამდე: 0.8 ლიტრი კონცენტრატი “ელექსირი ვაზისთვის”განაზავეთ 160 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
ყვავილობიდან: 0.4 ლიტრი კონცენტრატი “ელექსირი ვაზისთვის” განაზავეთ 160 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.
ვაზის სეზონური სქემა
შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl -0.4%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%, ელექტროაქტივირებული სითხე – 99.42%, ცეოლითი – 0.08%
პერსონალური უსაფრთხოება:
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.
ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ, ქარის და ყინვის დროს.
დოკუმენტაცია:
უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
ელექსირი ვაზისთვის, უსაფრთხოების პასპორტი ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.