ელექსირი ვაზისთვის

5.00 30.00 

„ელექსირი ვაზისთვის” არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.

SKU: 4860119420191 Category:

Description

შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:

  • ვაზის ჭრაქი (მილდიუსა) (Plasmopara viticola)
  • ვაზის ნაცარი (Uncinula spiralis / Oidium tucker)
  • ვაზის დამბლა (ესკა) (Stereum hirzutum)
  • ვაზის ანთრაქნოზი (Gloeosporium ampelofagum / Elsinoe ampelina)
  • ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea)
  • ვაზის შავი სილაქვე (ფომოფსისი) (Phomopsis viticola)
  • ყურძნის შავი სიდამპლე (Black rot) (Guignardia baccea / Macrophoma reniphormis)
  • ფესვის სიდამპლე
  • ყურძნის თეთრი სიდამპლე (White rot)
  • ვაზის ბაქტერიული კიბო
  • ფიტოპლაზმა (Phytoplasma)
  • ფსევდომონა (Pseudomonas)
  • ქსანტომონა (Xantomonas)
  • კორინობაქტერია (Corynebacterium)
  • ერვინია (Erwinia

ისეთი ვირუსული და ვირუსის მსგავსი დაავადებებისას, როგორიცაა:

ფოთლის მარაოსებრი გადაგვარება, ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – Grapevine Fanleaf Virus (GFLV)
ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი – Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1)
ვაზის ლაქიანობის ვირუსი – Grapevine Fleck Virus (GFkV)
ვიროიდი – viroid
ფოთლის ნაადრევი სიწითლე – Grapevine red leaf
ვაზის ძარღვების სიყვითლის გამომწვევი ვირუსი – Tomato Ringspot Virus (ToRSV)
არაბისის მოზაიკის ვირუსი – Arabis Mosaic Virus (ArMV)
ვაზის A ვირუსი – Grapevine Virus A (GVA)

გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი

გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:

14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)

ყვავილობამდე: 0.8 ლიტრი კონცენტრატი “ელექსირი ვაზისთვის”განაზავეთ 160 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.

ყვავილობიდან: 0.4 ლიტრი კონცენტრატი “ელექსირი ვაზისთვის” განაზავეთ 160 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.

ვაზის სეზონური სქემა

შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl -0.4%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%, ელექტროაქტივირებული სითხე – 99.42%, ცეოლითი – 0.08%

პერსონალური უსაფრთხოება:

გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ, ქარის და ყინვის დროს.

დოკუმენტაცია:

სერტიფიკატი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

ელექსირი ვაზისთვის, უსაფრთხოების პასპორტი ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.

Go to Top