ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის და ოთახის მცენარეებისთვის

5.00 30.00 

ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.

„ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის და ოთახის მცენარეებისთვის” – არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.

SKU: 4860119420146 Category:

Description

შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:

  • ფესვის სიდამპლე
  • ფიტოფტოროზი
  • ფუზარიოზი
  • ნაცრისფერი და შავი სიდამპლე
  • ალტერნარიოზი
  • ჭრაქი
  • შავი სილაქავე
  • ბაქტერიული კიბო
  • ლორწოვანი ბაქტერიოზი

გამოყენება და დოზირება:

14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)

ყვავილობამდე: 0.8 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 160 ლიტრ წყალში – 0.2 ჰაზე

ყვავილობიდან: 0.4 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 160 ლიტრ წყალში – 0.2 ჰაზე

შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl -0.4%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.1%, ელექტროაქტივირებული სითხე – 99.45%, ცეოლითი – 0.05%

პერსონალური უსაფრთხოება:

გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

დოკუმენტაცია:

სერტიფიკატი

უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის, უსაფრთხოების პასპორტი ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.

Go to Top