×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • მესაქონლეობისთვის

    1.25 EUR
    პროდუქტის კოდი
    4860119420375

    აირჩიეთ Volume:

    ფასი
    1.25 EUR
    დეტალური აღწერა:

    „ელექსირი მესაქონლეობისთვის“ არის მესაქონლეობაში პირუტყვის დაწყურებისათვის განკუთვნილი წყლის გაუსნებოვნებისთვის საჭირო პროდუქტი, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებული კვლევებით კლავს  E. Coli., სალმონელა, ენტეროკოკი და სხვა მავნე პათოგენებს. რომელიც ხშირად გვხვდება მსხვილფეხა პირუტყვთან და საშიშია, როგორც საკუთრივ ცხოველის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც.  

    "ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
    "ელექსირი" კლავს სალმონელას და E.coli-ს 

    შედეგიანობა:

    • მდგრადობა დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრის წინააღმდეგ;
    • ცხოველის გაძლიერებული იმუნიტეტი;
    • ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი).

    შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.5%; ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.4%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.1%.

    გამოყენების ინსტრუქცია: განაზავეთ „ელექსირი მესაქონლეობისათვის“  1:1000 (1ლ „ელექსირი“ - 1000ლ წყალი) პროპორციით.

    ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.

    გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.

    ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

    პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

    დოკუმენტაცია:
    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

    გაზიარება: