×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • შინაური ცხოველებისთვის

    1.25 EUR
    პროდუქტის კოდი
    4860119420320

    აირჩიეთ Volume:

    ფასი
    1.25 EUR
    დეტალური აღწერა:

    „ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ არის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია შინაური ცხოველების სასმელი წყლის გაუსნებოვნებისთვის. ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცებულია რომ „ელექსირი“ ანადგურებს E.Coli, , სალმონელა, ენტეროკოკი და სხვა მავნე მიკროორგანიზმებს. პროდუქტი იცავს მომხმარებლის შინაურ ცხოველებს და დაიცავს საკუთრივ მომხმარებელს შინაური ცხოველების სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული დაავადებების მასზე გავრცელებისგანაც.

    "ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
    "ელექსირი" კლავს სალმონელას და E.coli-ს 

    „ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ მოგცემთ საშუალებას ეფექტურად ებრძოლოთ ნაწლავის ჩხირით, სალმონელა და სხვა მავნე მიკროორგანიზმებით  გამოწვეულ დაავადებებს და იზრუნოთ:

    • თქვენი შინაური ცხოველის ორგანიზმში მავნე ბაქტერიების განადგურებაზე;
    • იმუნიტეტის გაძლიერებასა და სიჯანსაღეზე.
    • საცხოვრებელი გარემოს მაღალი ჰიგიენური სტანდარტისა და თქვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე.

    შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე – 99.5%; ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.4%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.1%.

    გამოყენების ინსტრუქცია:

    განაზავეთ „ელექსირი შინაური ცხოველებისათვის“ 1:1000 (1ლ „ელექსირი“ - 1000ლ წყალი) პროპორციით.

    ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, პროდუქტი არ კლასიფიცირდება ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებად. გამოყენებისას არ საჭიროებს სხეულის სპეციალურ დაცვას.

    გაფრთხილება: კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ. პირის ღრუში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისას გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი. მომეტებული მგრძნობელობისას მიმართეთ ექიმს. არ შეიძლება პროდუქტის დალევა ან მიზანმიმართული შესუნთქვა.

    ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

    პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

    დოკუმენტაცია
    მონაცემთა უსაფრთხოების ფურცელი

    გაზიარება: