×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • ელექსირი სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი

    12.5 EUR
    პროდუქტის კოდი
    4860119420467

    აირჩიეთ Volume:

    ფასი
    12.5 EUR
    დეტალური აღწერა:

    სასმელი წყლისა და სისტემების დეზინფექტანტი არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი სუნისა და გემოს შენარჩუნებით აუსნებოვნებს და უსაფრთხოს ხდის სასმელ წყალს.

    უპირატესობები:

    • ებრძვის და შლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს;
    • გერმანული კვლევების თანახმად კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს;
    • მიკრობიოლოგიური კვლევების თანახმად კლავს სალმონელას და E.Coli-;
    • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium);
    • რეგულარული გამოყენებისას იცავს სისტემების მილებს ორგანული ნადების გაჩენისგან;
    • არატოქსიკურია და უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის;
    • არ იწვევს მეტალის ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას);
    • არ შეიცავს ალკოჰოლს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს;
    • არ უკარგავს წყალს ბუნებრივ მახასიათებლებს, გემოს, სუნს და ფერს;
    • დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით;

    გამოიყენება:

    • ცენტრალურ და ადგილობრივ წყალმომარაგების სისტემებში;
    • წყალსადენის, ჭაბურღილების, რეზერვუარების, ფილტრების სადეზინფექციოდ;
    • კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებში;
    • სამედიცინო დაწესებულებებში;
    • კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში;
    • კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები);
    • საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში);
    • ყაზარმულ დაწესებულებებში;

    შემადგენლობა:  ნატრიუმის ქლორიდი NaCl - 0.4%; ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.1%; ელექტროაქტივირებული სითხე - 99.5%. 

    დოზირება: 0.1 % ხსნარის მისაღებად 1 კონცენტრატი გააზავეთ 1000 წყალში. წყლის დაბალი ხარისხის შემთხვევაში მაქსიმალური დასაშვები დოზა 0.5% ხსნარი (1 კონცენტრატი 200 წყალზე).

    პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. არ საჭიროებს სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას.

    პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ და მიიღეთ დიდი ოდენობით სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

    შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე.
    შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
    შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.

    დოკუმენტაცია:
    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი
    "ელექსირის" დეზინფექტანტი კლავს სტაფილოკოკს და ენტეროკოკს
    "ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0.1% და 1%-იანი კლავს სალმონელას და E.coli- 
    "ელექსირი" წყლის გაწმენდისთვის 0,05%-იანი კლავს სალმონელას და E.coli-

    გაზიარება: