×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • ვაზისთვის

    10 EUR
    პროდუქტის კოდი
    4860119420191

    აირჩიეთ მოცულობა:

    ფასი
    10 EUR
    დეტალური აღწერა:

    სერთიფიკატი

    „ელექსირი ვაზისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
    შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას.

     შედეგიანობა:

    • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
    • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
    • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
    • ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
    • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
    • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
    • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
    • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

     გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:

    • ვაზის ჭრაქი (მილდიუსა) (Plasmopara viticola)
    • ვაზის ნაცარი (Uncinula spiralis / Oidium tucker)
    • ვაზის დამბლა (ესკა) (Stereum hirzutum)
    • ვაზის ანთრაქნოზი (Gloeosporium ampelofagum / Elsinoe ampelina)
    • ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea)
    • ვაზის შავი სილაქვე (ფომოფსისი) (Phomopsis viticola)
    • ყურძნის შავი სიდამპლე (Black rot) (Guignardia baccea / Macrophoma reniphormis)
    • ფესვის სიდამპლე
    • ყურძნის თეთრი სიდამპლე (White rot)
    • ვაზის ბაქტერიული კიბო
    • ფიტოპლაზმა (Phytoplasma)
    • ფსევდომონა (Pseudomonas)
    • ქსანტომონა (Xantomonas)
    • კორინობაქტერია (Corynebacterium)
    • ერვინია (Erwinia

    ისეთი ვირუსული და ვირუსის მსგავსი დაავადებებისას, როგორიცაა:

    • ფოთლის მარაოსებრი გადაგვარება, ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – Grapevine Fanleaf Virus (GFLV)
    • ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი – Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1)
    • ვაზის ლაქიანობის ვირუსი - Grapevine Fleck Virus (GFkV)
    • ვიროიდი - viroid
    • ფოთლის ნაადრევი სიწითლე - Grapevine red leaf
    • ვაზის ძარღვების სიყვითლის გამომწვევი ვირუსი – Tomato Ringspot Virus (ToRSV)
    • არაბისის მოზაიკის ვირუსი - Arabis Mosaic Virus (ArMV)
    • ვაზის A ვირუსი - Grapevine Virus A (GVA)

     გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი 

    გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე: 

    14-16 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)

    ყვავილობამდე: 0.8 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის"განაზავეთ 160 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.

    ყვავილობიდან: 0.4 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის" განაზავეთ 160 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.2 ჰა-ზე.

    ვაზის სეზონური სქემა

    შემადგენლობა: ნატრიუმის ქლორიდი NaCl -0.4%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl - 0.1%, ელექტროაქტივირებული სითხე - 99.42%, ცეოლითი - 0.08%

    პერსონალური უსაფრთხოება:

    გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

    კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.

    შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში +4-+25C ტემპერატურაზე, მზის ან/და ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მჭიდროდ დახურული თავსახურით.

    ვარგისიანობა: 12 თვე; გახსნიდან: 3 თვე

    გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ, ქარის და ყინვის დროს.

    უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი

    ელექსირი ვაზისთვის, უსაფრთხოების პასპორტი ევროკავშირის დირექტივის № 1907/2006 (GHS 2.0) შესაბამისად.

    გაზიარება: