×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • წესები და პირობები

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ელექსირ გლობალის ონლაინ მაღაზიაში.

    წინამდებარე წესები და პირობები ("პირობები", "მომსახურების პირობები") არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე - https://www.elixir.global/ (ერთად ან ცალკე "სერვისი"), რომელიც ოპერირებს  შპს ელექსირ გლობალის მიერ.

    ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენს პოლიტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ (რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად) (”შეთანხმებები”). თქვენ აცხადებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.

    თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს (ან ვერ შეასრულებთ მათ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზ  info@elixir.global იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავალის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვა სერვისებზე წვდომის მსურველზე.

    2. კომუნიკაცია
    ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე info@elixir.global გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

    3. შეძენა
    თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია სერვისის საშუალებით (”შესყიდვა”), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის და არა მხოლოდ საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებისთვის სხვა საჭირო ინფორმაცია.

    თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათ(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდ(ებ)ი ნებისმიერ შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი და სრულყოფილი.

    გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენს პოლიტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მხოლოდ: პროდუქტის ან მომსახურების ხელმიუწვდომლობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში და სხვა.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

    4. ვებგვერდზე განთავსებული მასალა
    ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს შპს ელექსირ გლობალის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარი წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

    5. აკრძალული გამოყენება
    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

    6. ანალიტიკა
    ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

    7. ანგარიშები
    როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია მოცემული დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

    თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, ამოვიღოთ ან შეცვალოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

    8. შეწყვეტა
    ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, თქვენს მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.

    თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

    9. მარეგულირებელი კანონი
    წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    ჩვენს მიერ ამ წესებისა და პირობებით განსაზღვრული რომელიმე უფლების ან დებულების შეუსრულებლობა არ განიხილება ამ უფლების ან დებულების უგულებელყოფად. თუ ამ წესებისა და პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, სხვა დებულებები რჩება მოქმედად.

    10. ცვლილებები სერვისში
    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება მომხმარებლებს, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებს შევუზღუდოთ წვდომა მთლიანად ან მომსახურების ზოგიერთ ნაწილზე.

    11. დასტური/თანხმობა
    ჩვენი სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.

    12. დაგვიკავშირდით
    გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@elixir.global