×
აგრონომია
დეზინფექცია
ვეტერინარია
  • დაბრუნების პოლიტიკა

    „ელექსირის“ პროდუქტის  დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა

    მომხმარებელთა უფლებათა დაცვის მიზნით, შპს „ელექსირ გლობალს“ შემუშავებული აქვს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის გათვალისწინებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დააბრუნოს ან შეცვალოს შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვევაში თუ ის არ შეესაბამება, შეკვეთაში მითითებულ ან ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქციას.

    1. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი:

    1.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი წინასწარ უგზავნის კომპანიას აღნიშნულის თაობაზე შესაბამის წერილს პროდუქტის ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე: info@elixir.global

    1.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა მომხმარებელმა კომპანიას აცნობოს შემძენი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დასაბრუნებული პროდუქტის სახეობა (დასახელება, მოცულობა).

    1.3. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.

    1.4. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლის მიზნით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

    1.5.პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელმა კურიერს უნდა წარუდგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    1.6. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

    2. ანაზღაურების წესი:

    2.1. კომპანია მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში (თუ არსებობს 1.6. პუნქტით გათვალისწინებული გარემობა), იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხა სრულად.

    2.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ აღწერილობას და მომხმარებელს აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომპანია უცვლის მას მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს.

    2.3. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

    2.4. კომპანია მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს პროდუქტის დაბრუნებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

    3. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

    3.1. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს კომპანია.